ტყვია...



ტყვია

ტყვია - ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Pb (ლათ. Plumbum - სახელწოდების წარმოშობა უცნობია) და მისი ატომური ნომერია 82. იმყოფება ლითონთა მთავარი ჯგუფის მეთოთხმეტე ჯგუფში ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. ტყვიას აქვს ყველაზე დიდი ატომური ნომერი მდგრად ელემენტებს შორის, თუმცა მომდევნო უმძიმეს ელემენტს, ბისმუტს, გააჩნია ნახევრად დაშლის პერიოდი, რომელიც ისეთი ხანგრძლივია, რომ შეიძლება ჩაითვალოს მდგადად. ტყვიის ოთხ მდგრად იზოტოპს გააჩნია 82 პროტონი, "მაგიური რიცხვი" ატომის ბირთვის ღრუბელისებურ მოდელში.

ახლად გაცივებული გამლღვალი ტყვიის ნიმუში
ტყვია რბილი და ძლიერ პლასტიკური მძიმე ლითონია. მყარ მდგომარეობაში მონაცრისფრო-მოცისფრო ფერი აქვს, გამდნარი ტყვია ელვარებს მოვერცხლისფრო-ქრომის ფრად, ხოლო აირად მდგომარეობაში გადასვლისას იგი ბუნდოვან ნაცრისფერ ნისლად იქცევა. ტყვიას ფართო გამოყენება აქვს სხვადასხვა სფეროში. მისგან მზადდება აკუმულიატორები, ვაზნები, გირები, ტოლჩები და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ტყვია რადიაციას არ ატარებს, მისგან მზადდება რადიაციასაწინააღმდეგო ფენები. კალისა და ტყვიის შენადნობი ადვილად ლღვება დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენება სადენების ერთმანეთზე მისარჩილავად.


ისტორია

ტყვია კაცობრიობისათვის უძველესი დროიდანაა ცნობილი. პუნიკური ომების დროს (ახ.წ.1ს.) ესპანეთში ბევრი მაღარო ყოფილა, საიდანაც ტყვიის მადანს იღებდნენ. პომპეუსის გათხრებში კი ( ეს ქალაქი ახ.წ. 79წ. დაფარა ვულკანმა ვეზუვმა) იპოვეს ტყვიის წყალსადენი მილები, სხვადასხვა ნაკეთობანი, აგრეთვე საღებავი - ტყვიის თეთრა.
კრისტალური ბუნებრივი ტყვია.
ნაპოვნია შვეციაში.
ზომები 8×3×2 სმ.
საქართველოში ტყვიის გამოყენების კვალი უკვე ენეოლითიდან შეიმჩნევა. ქ. სოხუმთან ახლოს, ენეოლითური ხანის კულტურულ ფენაში აღმოჩნდა ტყვიის ზოდები და ტყვიის წიდა.



ბუნებაში გავრცელება

ტყვია მეტწილად გვხვდება მინერალ გალენიტის, ანუ ტყვიის კრიალას სახით PbS. იგი ნაცრისფერია, მკვრივი, მეტალური ელვარებისა. ქმნის კუბის ფორმის ლამაზ კრისტალებს.
გალენიტი - ტყვიის მადანი
ტყვიის რაოდენობა დედამიწის ქერქში შეადგენს 0.0016% მასით. ზღვის წყალში ტყვიის შემადგენლობა - 0.03მკგ/ლ. მაგრამ ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე მეტალი, რომელიც უფრო გავრცელებულია, ვიდრე მისი უახლოესი მეზობლები - ოქრო, ვერცხლისწყალი და ბისმუტი. ეს დაკავშირებულია იმასტან, რომ ტყვიის სხვადასხვა იზოტოპები წარმოადგენენ ურანისა და თორიუმის დაშლიოს საბოლოო პროდუქტს, ასე რომ ტყვიის შემცველობა დედამიწის ქერქში ნელნელა იზრდებოდა მილიარდი წლის განმავლობაში. ტყვია (ურანული) ნაწილობრივ კონცენტრირდება პეგმატიტებში. ჩვეულებრივი ტყვია კონცენტრირდება საკონტაქტო-მეტასომატიკურ ჰიდროტერმინალურ წარმონაქმნში.ტყვია ხშირად იმყოფება ვერცხლთან და კალასთან ერთად და წარმოქმნის ვერცხლ-ტყვიის და ტყვია-თუთიას საბადოებს, ოქროსა და სპილენძის მინარევების შემთხვევაში კი ე.წ პოლიმეტალურ მადნეულს.



ფიზიკური თვისებები


ტყვიას გააჩნია საკმაოდ დაბალი სითბოგამტარობა, რომელიც 0 °C ტემპერატურაზე შეადგენს 35.1ვტ., ტყვია ძლიერ რბილი და მძიმე ლითონია, ადვილად იჭრება დანით, ტყვიის წმინდა ფხვნილი პიროფორულია. მისი ზედაპირი ჩვეულებრივ დაფარულია შედარებით სქელი ან თხელი ოქსიდის ფენით, გაჭრისას იშლება მბზინავი ზედაპირი, რომელიც ჰაერზე დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება.


ქიმიური თვისებები


რაც უფრო მეტად სუფთაა ტყვია, მით მეტად მდგრადია ქიმიური რეაგენტებისადმი. მშრალ ჰაერზე, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ტყვია არ იყინება, გაცხელებით გამდნარ ტყვიის ზედაპირზე წარმოიქმნება ქერქი PbO.
სუფთა წყალი არ მოქმედებს ტყვიაზე, მაგრამ წყალი, რომელშიც გახსნილია ნახშიროჟანგი, ძლიერ მოქმედებს ტყვიაზე, რის შედეგადაც ტყვიის ზედაპირის უხსნადი გადაეკვრება,მაგრამ ნახშიროჟანგის დიდი კონცენტრაციის დროს წარმოიქმნება ტყვიის ჰიდროკარბონატი რომელიც კარგად იხსნება წყალში.

ტყვიის გამოყენება


ტყვიის ბრიკეტები გამოიყენება რადიაციის შესაკავებლად
ტყვიის ნიტრატი გამოიყენება შერეული მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოებლად. ტყვიის აზიდი გამოიყენება,როგორც შედარებით ყველაზე ფართოდ გამოყენებადი დეტონატორი (მაინიცირებელი ასაფეთქებელი ნივთიერება). ტყვიის პერქლორატი გამოიყენება მძიმე სითხეების მოსამზადებლად რომელიც გამოიყენება საბადოს ფლოტაციური გამდიდრებისთვის., თუმცა ზოგჯერ მას იყენებენ შერეულ მძლავრ ასაფეთქებელ ნივთიერებებში, როგორც დამჟანგველი. ტ

თავისი ტოქსიკურობის გამო, ტყვიამ ვერ ჰპოვა ფართო გამოყენება მედიცინაში. გამოიყენება მხოლოდ ან ტყვიის წყალი.
წყარო

No comments:

Post a Comment