ვერცხლი
ვერცხლი - ქიმიური ელემენტი სიმბოლოთი Ag (ტრადიციული ლათინური სიტყვის argentum შემოკლება). ის არის რბილი, თეთრი, მბზინვარე გარდამავალი ლითონი, რომელსაც ახასიათებს უმაღლესი ელექტრო და თერმული გამტარობა. ვერცხლი - წარმოადგენს მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მეთერთმეტე ჯგუფის ელემენტს. ატომური ნომერია 47. მარტივი ნივთიერება ვერცხლი - ჭედადი, პლასტიკური თეთრი-ვერცხლისფერი კეთილშობილი ლითონი. კრისტალური მესერი — კუბური წიბოცენტრული. დნობის ტემპერატურა - 960 °C, სიმკვრივე - 10.5 გ/სმ³.
ვერცხლი გვხვდება როგორც ლითონთა შორის ისე მინერალებში, ასევე თავისუფალი ფორმითაც. ვერცხლს იყენებენ მონეტებში, სამკაულებში, ჭურჭელში, ფოტოგრაფიასა და სარკეებში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებში.
ისტორია
ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში ეგვიპტეში, სპარსეთში, ჩინეთში. ეს განპირობებული იყო იმით რომ ის როგორც ოქრო ძალიან ხშირად იყო თავისუფალი თვითნაბადი სახით, და არ იყო საჭირო მისი მადნიდან მიღება. ასურეთში და ბაბილონში ვერცხლი ითვლებოდა წმინდა ლითონად და მთვარის სიმბოლო იყო. სასაქონლო წარმოების პირობებში ოქროსთან ერთად ვერცხლი ასრულებდა საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას და ფულად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ვერცხლის თვისებებმა - ერთგვაროვნებამ, დამუშავების სიადვილემ და სხვ. თავდაპირველად ვერცხლი მიმოქცევაში იყო სხმულების სახით. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე საბერძნეთსა და რომში, ვერცხლი, როგორც ოქრო და სპილენძი, ფართოდ გავრცელებული ფულადი ლითონი იყო. ადრეულ საუკუნეებში უპირატესად ოქროს მონეტებს ჭრიდნენ. XVI ს-დან ოქროს უკმარისობისა და ევროპაში ვერცხლის მოპოვების გაფართოების გამო ვერცხლი ევროპის ქვეყნებში ძირითად ფულად ლითონად იქცა.კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების ეპოქაში თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობდა ვერცხლის მონომეტალიზმი და ბიმეტალიზმი. ოქროს მსოფლიო მოპოვების ზრდამ დააჩქარა მიმოქცევიდან გაუფასურებული ვერცხლის გამოდევნა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოქროს ვალუტით ვერცხლის ვალუტის გამოდევნა XX ს-ის დასაწყისისათვის დამთავრდა. მეორე მსოფლიო ომამდე მოპოვებული ვერცხლის 75%-ს მონეტების მოსაჭრელად იყენებდნენ, 1971 წლისათვის ეს მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა
ვერცხლი ბუნებაში
ვერცხლის საშუალო შემცველობა დედამიწის ქერქში (ვინოგრადოვის მიხედვით) 70 მგ/ტ. მისი მაქსიმალური კონცეტრაციაა თიხნარ ფენებში სადაც აღწევს 900 მგ/ტ. ვერცხლი ხასიათდება იონების დაბალი ენერგეტიკულობით, რაც იწვევს ამორფიზმის უმნიშვნელო გამოვლინებას და სხვა ლითონების მესრებში შედარებით რთულად შესვლას. შეინიშნება მხოლოდ ტყვიისა და ვერცხლის იონების იზომორფიზმი. ვერცხლის იონები შედიან თვითნაბადი ოქროს მესერში სადაც მისი რაოდენობა საკმაოდ დიდია. ვერცხლის იონების მცირე რაოდენობა შედიან სპილენძის სულფიდების მესრებში, ასევე ტელურიდებში, ოქრო-კვარცულ საბადოებში. კეთილშობილი და ფერადი ლითონების გარკვეული ნაწილი ბუნებაში გვხვდება თვითნაბადი სახით. დოკუმენტურად დამტკიცებულია და ცნობილია ვერცხლის არათუ დიდი არამედ უზარმაზარი თვითნაბადი ვერცხლის პოვნა.ფიზიკური თვისებები
წმინდა ვერცხლი - საკმაოდ მძიმეა (ტყვიაზე მჩატე, მაგრამ სპილენძზე მძიმეა), ძალიან პლასტიკური ლითონია (შუქის არეკვლის კოეფიციენტი 100 %-ს უახლოვდება). ვერცხლის თხელ ქაღალდს (ფოლგა, კილიტა) შუქის გავლისას აქვს იისფერი. დროთა განმავლობაში ლითონი ფერმკთალდება, რეაგირებს ჰაერში არსებული გოგირდწყალბადის ნარჩენებთან და წარმოქმნის ვერცხლის სულფიდის ზედა საფარ ფენას. გააჩნია მაღალი თბოგამტარობა. ოთახის ტემპერატურაზე მას გააჩნია ყველაზე მაღალი კუთრი გამტარობა სხვა ლითონებთან შედარებით.ქიმიური თვისებები
ვერცხლი, როგორც კეთილშობილი ლითონი, გამოირჩევა შედარებით დაბალი რეაქციის უნარით, ის არ იხსნება მარილმჟავასა და გაზავებულ გოგირდმჟავაში.გამოყენება
რადგანაც მას გაჩნია კარგი ელექტრო გამტარობა, თბოგამტარობა და მდგრადია ჟანგბადით დაჟანგვისადმი (ჩვეულებრივ პირობებში) გამოიყენება ელექტროტექნიკაში კონტაქტებისთვის, მაგალითად სარელეო კონტაქტები, ასევე მრავალფენოვანი კერამიკული კონდენსატორები.გამოიყენება მონეტების მოსაჭრელად, ორდენებისა და მედლების დასამზადებლად.
ვერცხლის ჰალოგენიდები და ვერცხლის ნიტრატი გამოიყენება ფოტოგრაფიაში, რადგან გააჩნია მაღალი შუქმგრძნობიარობა.
იოდოვანი ვერცხლი გამოიყენება კლიმატის მართვისათვის («ღრუბლების დაშლა»)
გამოიყენება მაღალი არეკვლის უნარის მქონე სარკის ზედაპირის დასაფარად (ჩვეულებრივ სარკეებში გამოიყენება ალუმინი).
ვერცხლის მოპოვება
მიღებულია რომ, ვერცხლის პირველი საბადოები არსებობდა სირიაში საიდანაც გადაჰქონდათ ეგვიპტეში (5000-3400 წწ. ჩ.წ.ა.).VI—V საუკუნეებში ჩვენ წელთ აღრიცხვამდე ვერცხლის მოპოვების ცენტრმა გადაინაცვლა ლავრიის მაღაროებში (საბერძნეთი).
ჩ.წ.ა. IV -დან I-ს-ის ბოლომდე ვერცხლის მოპოვების ლიდერი იყო ესპანეთი და კართაგენი.
II—XIII სს. მთელი ევროპის ტერიტორიაზე მრავალი მაღარო მოქმედებდა, რომლებიც თანდათან იფიტებოდნენ.
XV—XVI სს. პირველ რიგებში გადის მადნეულიანი მთები. ამ ძველ საბადოებს შორის უდიდესი გახდა 1623 წელს აღმოჩენილი თვითნაბადი ვერცხლის კონგსბერგის საბადო (ნორვეგია)
ამერიკის ათვისებამ გამოიწვია ახალი საბადოების აღმოჩენა კორდილიერებში. მთავარ წყაროს წარმოადგენდა მექსიკა, სადაც 1521—1945 წწ. მოპოვებული იქნა მიახლოებით 205 ათასი ტ ლითონი — ამ პერიოდში მოპოვებული ვერცხლის მესამედი. სამხრეთ ამერიკის უდიდეს საბადოში — პოტოსიში - 1556-დან 1783 წლამდე მოპოვებულ იქნა 820 513 893 პესო და 6 «მტკიცე რეალი» (ბოლო 1732 წელს უდრიდა 85 მარავედის)
2008 წელს სულ მოპოვებულია 20 900 ტ ვერცხლი. მოპოვების ლიდერია პერუ (3600 ტ), შემდეგ მოდის მექსიკა (3000 ტ), ჩინეთი (2600 ტ), ჩილე (2000 ტ), ავსტრალია (1800 ტ), პოლონეთი (1300 ტ), აშშ (1120 ტ), კანადა (800 ტ).
ვერცხლის მსოფლიო მარაგი შეფასებულია მიახლოებით 570 000 ტ.წყარო
No comments:
Post a Comment