პლატინა
პლატინა(ლათ. Platinum - წამოდგება ესპანურიდან "პლატა" - ვერცხლი) წარმოადგენს ქიმიური ელემენტს, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Pt. ის ძნელადდნობადი კეთილშობილი ლითონია. დაწვრილებით მისი თვისებები აღწერა ანტონიო დე ულოამ 1748 წელს (ესპანეთი).მისი ატომური ნომერია 78. სახელის წარმოშობა უკავშირდება XVI საუკუნეში ესპანელმა კონკისკადორების მიერ კოლუმბიაში თვითნაბად ოქროსთნ ერთად მკრთალი თეთრი ლითონის აღმოჩენას, რომელიც ვერ გაადნეს და "platina del Pinto" უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც "პინტოს მდინარის პატარა ვერცხლი" პლატინა იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეათე ჯგუფში. მკვრივი, ძნელადდნობადი, ძვირფასი მონაცრისფრო-თეთრი გარდამავალი ლითონი შესანიშნავია კოროზიისადმი მდგრადობით, მაღალ ტემპერატურებზეც კი. პლატინა ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია დედამიწის ქერქში, ხშირად იგი გვხვდება ნიკელსა და სპილენძთან ერთად, ძირითადად სამხრეთ აფრიკაში, რომელიც ამ ლითონის 80%-ის მომწოდებელია მსოფლიო ბაზარზე.
ისტორია
ევროპაში პლატინა იყო უცნობი XVIII საუკუნემდე.
ანტონიო დე ულოა ცნობილია, როგორც პლატინის აღმომჩენი
1735 წელს ესპანეთის მეფემ გამოსცა განკარგულება, რომელიც იუწყებოდა იმის შესახებ, რომ ესპანეთში აკრძალული იყო პლატინის შემოტანა. კოლუმბიაში მიზანშეწონილი იყო ქვიშრობის დამუშავებისას გულმოდგინედ გამოეყოთ ოქროსგან პლატინა და ჩაეფლოთ რიო-დე-პინგოს მდინარის ღრმა ადგილებში (რიო-სან-ხუანის შენაკადი) და ყოფილიყო სამეფო ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც შემდეგ უწოდეს პლატინა-დელ-პინგო. ხოლო ის პლატინა, რომელიც უკვე შემოჰქოჰდათ ესპანეთში მიღებული იყო საჯაროდ და საზეიმოდ ჩაეძირათ ზღვაში. საქმე იმაშია, რომ ადვილად მიიღება პლატინის ოქროსთან შენადნობი და სიმკვრივით მისგან არც გამოირჩევა, ამიტომაც ვერ ბედავდნენ ფალსიფიკატორები (ყალბი ფულის მჭრელები) ამით სარგებლობას.1745 წელს ესპანელმა მათემატიკოსმა და მეზღვაურმა დონ ანტონიო დე ულოამ პირველმა ჩამოიტანა ევროპის კონტინენტზე თვითნაბადი პლატინის ნიმუშები, რომელიც იყო ნაპოვნი პერუში. პირველად მადნიდან სუფთა სახით პლატინა მიღებულ იქნა ინგლისელი ქიმიკოსის უ. ვოლასტონის მიერ 1830 წელს. იტალიელმა ქიმიკოსმა ჯილიუს სკალიგერმა 1835 წელს აღმოაჩინა რომ პლატინა არ იშლებოდა და ამ გზით დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი ქიმიური ელემენტი.
ჯერ კიდევ 1819 წელს რუსეთში ფურცვლოვან ოქროში, რომელიც იყო მოპოვებული აღმოჩენილ იქნა "ახალი ციმბირული მეტალი". თავიდან მას უწოდებდნენ თეთრ ოქროს. პლატინით მდიდარი ფურცლოვანი საბადო იქნა აღმოჩენილი 1824 წლის მეორე ნახევარში, ხოლო მომდებნო წელს რუსეთში დაიწყეს მისი მოპოვება.
ბუნებაში გავრცელება
პლატინის ძირითადი ნაწილი არის (90%-ზე მეტი) ხუთი ქვეყნის ქვენიადაგებში. ამ ქვეყნებს მიეკუთვნება: სამხრეთ აფრიკა, აშშ, რუსეთი, ზიმბაბვეს, ჩინეთი. ასევე, არსებობს პლატინის დეპოზიტები სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე.მიღება
დედამიწის ქერქში პლატინა ძირითადად თვითნაბადი სახით გვხვდება და პლატინას მოიპოვებენ საბადოებიდან.ფიზიკური თვისებები
პლატინა მონაცისფრო-თეთრი პლასტიური მეტალია, რომლის ლღობისა და დუღილის ტემპერატურებია - 1769°C და 3800°C. კუთრი ელექტროწინაღობა - 0,098 მკომი×მ. პლატინა არის ერთ-ერთი მძიმე (სიმკვრივე 21.5გ/სმ3, ატომური სიმკვრივე 6.62´1022ატ/სმ3) და იშვიათი მეტალი. დედამიწის ქერქში მისი მისი შემცველობაა 5×10−7% მასით.
ქიმიური თვისებები
პალადიუმი იქსნება სამეფო წყალში
პლატინა ნელა იხსნება ცხელ გოგირდმჟავაში და თხევად ბრომში. ის არ ურთიერტქმედებს სხვა მინერალურ და ორგანულ მჟავებთან. გაცხელებისას ურთიერთქმედებს ტუტესთან და ნატრიუმის პეროქსიდთან, ასევე ჰალოგენებთან გაცხელებით პლატინა ურთიერთქმედებს გოგირდთან, სელენთან, ტელურთან, ნახშირბადთან და სილიციუმთან.როგორც პალადიუმს პლატინას შეუძლია მოლეკულური წყალბადის გახსნა.გაცხელებისას პლატინა ურთიერთქმედებს ჟანგბადთან აქროლადი ოქსიდების წარმოქმნით.
მოპოვება და წარმოება
1748 წლამდე პლატინა მოიპოვებოდა და იწარმოებოდა ამერიკის ტერიტორიაზე და ძველ დროში არ იყო ცნობილი.
თვითნაბადი პლატინის ზოდი (რუსეთი, იაკუტია)
როცა პლატინის შემოტანა დაიწყეს ევროპაში, მისი ფასი იყო ორჯერ იაფი ვერცხლზე. იუველირებმა ძალიან მალე აღმოაჩინეს, რომ პლატინა ოქროსთან ერთად კარგად ლღვება, რადგანაც პლატინის სიმკვრივე უფრო მეტია ვიდრე ოქროსი, ვერცხლის უმნიშვნელო რაოდენობის დამატება იძლეოდა საშუალებას დაემზადებინათ ყალბი ნაკეთობები, რომლის გარჩევა ოქროს ნამდვილი ნაკეთობისაგან ძნელია. ამ ტიპის ნაკეთობებმა მოიპოვეს ისეთი ფართო გავრცელება, რომ ესპანეთის მეფის ბრძანებით აკრძლეს პლატინის შემოტანა, ხოლო დარჩენილი მარაგი ჩაეძირათ ზღვაში. ეს კანონი მოქმედებდა 1778 წლამდე. კანონის შეცვლის შემდეგ მოთხოვნილება პლატინაზე იყო მცირე, მას ძირითადად იყენებდნენ ქიმიური აღჭურვილობის, მოწყობილებების შესაქმნელად და კატალიზატორის სახით. ამერიკაში მოპოვებული პლატინა საკმარისი იყო ამ მიზნებისათვის გამოეყენებინათ.გამოყენება
XIX საუკუნის პირველ მეოთხედში რუსეთში პლატინა გამოიყენებოდა, როგორც შენადნობის დანამატი მაღალი სიმტკიცის ფოლადის მისაღებად.პლატინა გამოიყენება, როგორც კატალიზატორი (უფრო ხშირად როდიუმთან შენადნობი, ასევე პლატინის შავის სახით - პლატინის წვრილდისპერსული ფხვნილი, რომელიც მიიღება მისი ნაერთებიდან, აღდგენით).
პლატინა გამოიყენება საიუველირო და სტომატოლოგიურ საქმეში ანუ სტომატოლოგიური აღჭურვილობის ზოგიერთ დეტალის დასამზადებლად. ასევე მედიცინაში. პლატინის ზოგიერთი შენაერთი გამოიყენება ქიმიოთერაპიაში სიმსივნის ზოგიერთი სახის საწინააღმდეგოდ.
მინიატურული მაგნიტების დასამზადებლად, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი ძალა (პლატინა-კობალტის შენადნობი).
სპეციალური სარკეები ლაზერული ტექნოლოგიისათვის.
პლატინას ფართო გამოყენება აქვს: მისგან ამზადებენ კატალიტურ გარდამქმნელებს, ლაბორატორიის აღჭურვილობას, ელექტრულ კონტაქტებსა და ელექტროდებს, პლატინის თერმორეზისტორებს.
თავად ლითონიც, მისი კეთილშობილებიდან და იშვიათობიდან გამომდინარე, წარმოადგენს ვაჭრობის საგანს.
No comments:
Post a Comment