იოდი...



იოდი

იოდი (ბერძნულად iodes - ნიშნავს იისფერს, მისი ორთქლის იისფერის გამო.) წარმოადგენს ქიმიურ ელემენტს ატომური ნომრით 53. იგი გამოისახება ქიმიური სიმბოლოთი - I. მისი ფარდობითი ატომური მასაა 126.92. მოლეკულური ფორმულაა I2. ფარდობითი მოლეკულური მასა 254. წარმოადგენს მუქი ფერის კრისტალურ ნივთიერებას. არამეტალი. იგი მიეკუთვნება ჰალოგენებს, რომლებიც პერიოდულ სისტემაში იკავებენ 17 ჯგუფს (ადრე VII, VIIa, VIIb). ყველა მათგანი ძალზე აქტიური და მომწამლავია. „ჰალოგენი“ ბერძნული სიტყვაა და მარილწარმომქნელს ნიშნავს, ისინი მეტალებთან ურთიერთქმედებით წარმოქმნიან მარილებს. ბუნებაში თავისუფალი სახით არ არიან გავრცელებული, ისინი არსებობენ მარილების სახით დედამიწის ქერქში და იონების სახით ზღვის წყალში. ჰალოგენები ტიპიური არამეტალებია, მათი ატომების გარე შრეზე 7-7 ელექტრონია და მხოლოდ ერთი ელექტრონი აკლიათ შრის დასასრულებლად. ჰალოგენები ძლიერი მჟანგავებია. იოდი იმ მიკროელემენტთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა გარეშე ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება წარმოუდგენელია.

ბუნებაში გავრცელება

იოდი აირად ფაზაში იძლევა იასამნისფერს


ამჟამად დედამიწა მარაგის სახით 15 მილიონ ტონა ბუნებრივ იოდიდს შეიცავს, რომლის 99% ჩილესა და იაპონიაშია თავმოყრილი. სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობს იოდის ინტენსიური მოპოვება, სადაც წელიწადში 720 ტონა იოდი იწარმოება. თავისუფალი სახით (თუმცა მცირე ოდენობით) ელემენტი მოიპოვება იტალიაში მდებარე ვეზუვისა და ვულკანოს ვულკანთა თერმულ საბადოებში.
იოდი განსაკუთრებით იშვიათი ელემენტია, მიუხედავად ამისა, იოდი მაინც ყველგან არსებობს. ყველაფერი გამჭვალულია იოდით: მყარი მიწა და ქანები, მთის ბროლის ან ისლანდიური შპატის გამჭვირვალე უსუფთავესი კრისტალებიც კი იოდის საკმაოდ ბევრ ატომს შეიცავს, ნაწილის ფრთხილი დაწვით კი იოდს და პოტაშს ღებულობენ.
როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, სახელწოდება მიიღო ბერძნული სიტყვიდან ,,იოდეს”- იისფერი მისი ორთქლის ფერის მიხედვით (ბერძნ-იოდუს- იისფერი). მისი რაოდენობა ბუნებაში 0,0000004%-ს უდრის. იოდის ნაერთები თითქმის ყველგან მოიპოვება ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის იოდიდების სახით. ეს მარილები დედამიწის ქერქის გარდა მდინარეების, ტბებისა და ზღვების წყალშია. ზღვის წყალში მის მარილთა კონცენტრაცია უმნიშვნელოა, მაგრამ ის ზოგიერთი წყალმცენარის სხეულში (მაგ: ლამინარიის) გროვდება, რომელთა ნაცრიდანაც ხდება მისი მოპოვება.



ისტორია


იოდი აღმოჩენილია 1811 წელს ფრანგი ფარმაცევტის, კურტუას მიერ მცენარეულ ნაცარში. ხოლო გეი-ლუსაკმა 1815 წელს განიხილა ის, როგორც ქიმიური ელემენტი.
სიმბოლო J შეცვლილ იქნა I სიმბოლოთი არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში.


ფიზიკური თვისებები


მარტივი ნივთიერება იოდი მყარი, კრისტალური ნივთიერებაა. მისი სიმკვრივეა 4.93. ლღვება 1140C-ზე. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე 1ლ წყალში იხსნება 0.3გ იოდი. კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებსა და გოგირდნახშირბადში. იოდის ხსნარს სხვადასხვა გამხსნელში სხვადასხვა ფერი აქვს, იმის მიხედვით, ის გამხსნელთან კომპლექსურ ნაერთს წარმოქმნის თუ არა.
ჩვეულებრივ პირობებში იოდი იისფერ-მოშავო კრისტალებს წარმოადგენს. მყარი ნივთიერებაა, ადვილად აქროლადია და კარგად იხსნება სხვადასხვა გამხსნელში. გახურებით განიცდის სუბლიმაციას. თუ იოდის კრისტალებს მინის ჭურჭელში მოვათავსებთ, სულ მალე, ჭურჭლის ზედა ნაწილში იისფერ ორთქლს დავინახავთ: თხევად მდგომარეობაში გადაუსვლელად ის ადვილად ამქროლად ნივთიერებას წარმოადგენს. იოდი კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში-სპირტში, ბენზოლში, ბენზინში, ქლიროფორმში, წყალში მცირედ იხსნება ამ დროს წარმოიქმნება იოდიანი წყალი. კარგად იხსნება იოდი KI-ის წყალხსნარებში.
იოდს მკვეთრი სუნი აქვს და მისი ორთქლი გამაღიზიანებლად მოქმედებს ლორწოვან გარსზე.

ქიმიური თვისებები


იოდი ნაერთებში ავლენს ჟანგვით ხარისხს: -1 (HI, KI), +1 (HIO, KIO), +3 (ICl3), +5 (HIO3, KIO3) და +7 (HIO4, KIO4).
იოდი წარმოქმნის მთელ რიგ მჟავებს: იოდწყალბადმჟავა (HI), ქვეიოდოვანი მჟავა (HIO), იოდოვანმჟავა (HIO2), ქვეიოდმჟავა(HIO3) და იოდმჟავა (HIO4).
ქიმიურად იოდი საკმაოდ აქტიურია, თუმცა ქლორთან და ბრომთან შედარებით ნაკლებად.
მეტალებთან იოდი, მსუბუქი გაცხელებით ენერგიულად ურთიერთქმედებს.
კრისტალური იოდი


მიღება


ბუნებაში იოდი გვხვდება ნავთობიან წყლებში და ზღვის წყალმცენარეებში, საიდანაც ნაწილობრივ წარმოებს მისი მოპოვება. ხოლო იოდის მოპოვების ძირითადი წყარო ნავთობიანი ჭაბურღილების წყლებია, რომლებშიც იოდის რაოდენობა 20-40მგ/ლ-ს უდრის (იოდიდების სახით). იოდი ჰაერშიც არის გახსნილი: ანალიზებმა აჩვენა, რომ ჰაერში მისი განაწილება მკაცრ კანონს ემორჩილება, მისი რაოდენობა სიმაღლესთან შესაბამისად იცვლება. ზღვის წყალში იოდი საკმაოდ ბევრია: ყოველ ლიტრზე 2 მილიგრამი მოდის. მურა ფერის წყალმცენარეები მრავალ ასეულ ათას კილოგრამ იოდს შეიცავენ. ამ წყალმცენარეების ფართო მოპოვება მიმდინარეობს, ნაწილს საკვებად იყენებენ


გამოყენება


იოდი არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას;
აღადგენს ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს;
ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტაბილიზაციას;
აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის ნებისმიერი რგოლის წარმართვას, ბავშვების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას;
დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოსექსუალურ სფეროზე.იოდი და მისი ნაერთები გამოიყენება მედიცინაში, რენტგენოთერაპიაში, ანალიზურ ქიმიაში (იოდომეტრია) ფოტოგრაფიაში, საპოლარიზაციო მინების დასამზადებლად და სხვა.
იოდის დიდ რაოდენობა ხმარდება წამლების დამზადებას. იოდი გამოიყენება მედიცინაში 5%-იანი სპირტხსნარის სახით და სხვადასხვა პრეპარატის სახით. იოდი (5% სპირტხსნარი) – ჭრილობის დასამუშავებლად ანტისეპტიკური საშუალებაა. იხმარება მიოზიტებისა და ნევრალგიების დროსაც (ისმევა კანზე ბადისებურად).
იოდის მარილების პაწია კრისტალები ცელულოიდში იმგვარად ნაწილდებიან, რომ სინათლის სხივის რხევანი მასში ყოველი მიმართულებით ვეღარ ვრცელდება და წარმოიშვება პოლარიზებული სხივი და თუ ავტომანქანის მინაში ჩასმულია პოლაროიდის ფირფიტა, თქვენ ვეღარ მოგჭრით თვალს შემხვედრი მიმართულებით მოძრავი მანქანის ფარების კაშკაშა სინათლე, რადგან პოლაროიდში მკვეთრად გამოტყორცნილი სინათლის ნაცვლად მხოლოდ საკუთრივ მანქანას და ცალკეულ განათებულ წერტილებს დაინახავთ. იოდი მედიცინაში მეტად მნიშვნელოვანი პრეპარატია. გარეგანი მოხმარებისათვის გამოყენებულია მისი 5 ან 10%-იანი სპირტხსნარი (ტინქტურა)-ხელების, საოპერაციო მიდამოს სადეზინფექციოდ და კანის ზოგიერთი დაავადების წინააღმდეგ. ის მოქმედებს როგორც გამაღიზიანებელი, მოსაწვავი ან ანტისეპტიკური საშუალება. შინაგანი მოხმარებისათვის გამოიყენება იოდიდების ხსნარები, უფრო იშვიათად რძეში გახსნილი. ადამიანის სხეულში იოდის უდიდესი რაოდენობა ფარისებრ ჯირკვალში გროვდება, სადაც ჰორმონის, თიროქსინის სინთეზი ხდება. თუ იოდი ორგანიზმში საკმაო რაოდენობით არ შედის, მაშინ თიროქსინი არ წარმოიქმნება და ადამიანი ჩიყვით ავადდება. ამიტომ აწარმოებენ იოდიზირებულ მარილს, რომელსაც ზედ აწერია მისი მოქმედების ვადა. ერთ ტონა სუფრის მარილზე ამატებენ 7.5-10გ KI-ს.

No comments:

Post a Comment