ვერცხლისწყალი
ვერცხლისწყალი (ლათ: Hydrargyrum) წარმოადგენს ქიმიურ ელემენტს, რომლის სიმბოლოა Hg, ხოლო ატომური ნომერი - 80. ვერცხლისწყალი ერთადერთი ლითონია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში თხევადი სახით გვხვდება.ძველ წყაროებში ვერცხლისწყლის სინონიმად ხშირად იხმარება არაბულიდან ნასესხები სინდიყი.
ვერცხლისწყლის შენაერთები
ვერცხლისწყალი და მისი შენაერთები გამოიყენება ტექნიკაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში. ყვითელი ვერცხლისწყლის ოქსიდი (II) შედის თვალის მალამოს და კანის სამკურნალო მალამოების შემადგენლობაში. წითელი ვერცხლისწყლის ოქსიდი (II) გამოიყენება საღებავების დასამზადებლად. ვერცხლისწყლის ქლორიდი (I), რომელსაც კალომელი ეწოდება, გამოიყენება პიროტექნიკაში, ასევე გამოიყენება როგორც ფუნგიციდი. ზოგ ქვეყანაში კალომელს ხმარობენ როგორც კუჭის ამშლელ საშუალებას. ვერცხლისწყლის ქლორიდი (II), რომელსაც ეწოდება სულემა, არის ძალიან ტოქსიკური. სუემა გამოიყენება მედიცინაში როგორც სადეზინფექციო საშუალება, ტექნიკაში ის გამოიყენება ხეების დასამუშავებლად, ზოგიერთი სახის მელანის მისაღებად, ფოლადის დამუშავებაში. სოფლის მეურნეობაში ის გამოიყენება როგორც ფუნგიციდი. ვერცხლისწყლის ამიდოქლორიდი (ვერცხლისწყლის თეთრი პრეციპიტატი) შედის ზოგიერთი მალამოს შემადგენლობაში. ვეტერინარიაში ის გამოიყენება როგორც კანის პარაზიტული დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება. ვერცხლისწყლის ნიტრატი (II) გამოიყენება ბეწვეულის დამუშავებაში და ამ ლითონის სხვა შენაერთების მისაღებად. მისი ტოქსიკურობა ისეთივეა, როგორც სულემის. ვერცხლისწყლის ბევრი ორგანული ნაერთი გამოიყენება როგორც პესტიციდი და მცენარეთა თესლების დასამუშავებლად.ვერცხლისწყალი ბუნებაში
ვერცხლისწყალი შედარებით იშვიათი ელემენტია, დედამიწის ქერქი შეიცავს საშუალოდ 83 მგ/ტ. კონცენტრაციას. მაგრამ იმიტომ რომ, ვერცხლისწყალი ქიმიურად სუსტად უკავშირდება იმ ელემენტებს რომლებიც გვხვდება დედამიწის ქერქში, ვერცხლისწყლის მადანი შეიძლება იყოს ძალიან კონცენტრირებული ვიდრე ჩვეულებრივი ქანები. ყველაზე მდიდარი ვერცხლისწყლის მადანი შეიცავს 2,5 % ვერცხლისწყალს. ვერცხლისწყლის არსებობის ძირითადი ფორმა ბუნებაში - გაბნეულია და მხოლოდ მისი 0,02 % არის საბადოებში. ამოფრქვეული ქანებში მისი შემცველობა მიახლოებით 100 მგ/ტ. დანალექ ქანებში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია დადგენილია თიხნარ ფენებში (200 მგ/ტ). მსოფლიო ოკეანის წყლები შეიცავს 0,1 მკგ/ლ ვერცხლისწყალს. ვერცხლისწყლის ძალიან მნიშვნელოვან გეოქიმიურ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვა ჰალკოფილურ ელემენტებს შორის მას გააჩნია ყვეკაზე მაღალი იოიზაციის პოტენციალი. ეს განსაზღვრავს მის იმ თვისებას, როგორიცაა მისი აღდგენის უნარი ატომარულ ფორმამდე (თვითნაბადი ვერცხლისწყალი), შედარებითი ქიმიური მდგრადობა ჟანგბადისადმი და მჟავეებისადმი.მიღება
ვერცხლისწყალს მიიღებენ კინოვალის წვით (ვერცხლისწყლის სულფიდი (II)). ეს მეთოდი ძველად გამოიყენებოდა ალქიმიკოსების მიერ. კრუსეთში ცნობილია ვერცხლისწყლის 23 საბადო, სამრეწველო მარაგი შეადგენს 15.6 ათას ტონას (2002 წ.). ევროპის ვერცხლისწყლის მოპოვების უდიდესი ცენტრი XV საუკუნიდან მოყოლებული არის - სლოვენიური ქალაქი ინდრია.ფიზიკური თვისებები
ვერცხლისწყალი - ერთადერთი ლითონია რომელიც ნორმალურ პირობებში თხევად მდგომარეობაშია. გააჩნია დიამაგნეტიკის თვისებები. ბევრ ლითონთან წარმოქმნის თხევად შენადნობებს - ამალგამებს. არ ამალგამირებს მხოლოდ რკინას, მანგანუმს და ნიკელს.ქიმიური თვისებები
ვერცხლისწყალი - ნაკლებად აქტიური ლითონია (ნახეთ ლითონთა აქტივობის მწკრივი).300 °C-მდე გახურების შემთხვევაში ვერცხლისწყალი შედის რეაქციაში ჟანგბადთან:
წარმოიქმნება ვერცხლისწყლის (II) ოქსიდი, წითელი ფერის. ვერცხლისწყლისა და გოგირდის გახურებით წარმოიქმნება კინოვარი (ვერცხლისწყლის სულფიდი(II)).
ვერცხლისწყალი არ იხსნება ისეთი მჟავეების ხსნარებში, რობლებსაც არ გააჩნიათ დამჟანგავი თვისებები, მაგრამ იხსნება მეფის არაყში და აზოტმჟავაში, ორვალენტიანი ვერცხლისწყლის მარილების წარმოქმნით.
ვერცხლისწყალი თერმომეტრის რეზერვუარში
გამოყენება
იმის გამო რომ ვერცხლისწყალი ძალიან ტოქსიკურია, ის თითქმის მთლიანად ამოღებულია სამედიცინო პრეპარატების დამზადებიდან.XIX საუკუნეში ექიმები ვერცხლისწყლით მკურნალობდნენ ჭრილობებს და ვენერიულ დაავადებებს. ვერცხლისწყლის ნაერთები გამოიყენებოდა როგორც ანტისეპტიკი (სულემა), კუჭის ამშლელი (კალომელი).
ლითონური ვერცხლისწყალი გამოიყენება მთელი რიგი მნიშვნელოვანი შენადნობების მისაღებად.
ადრე სხვადასხვა ლითონების ამალგამები, განსაკუთრებით ვერცხლისა და ოქროს ამალგამა ფართოდ გამოიყენებოდა საიუველირო საქმეში, და ასევე სარკეების წარმოებაში.
ლითონური ვერცხლისწყალის კათოდი გამოიყენება აქტიური ლითონების, ქლორისა და ტუტეების ელექტროლიტიკურად მიღებისას.
ვერცხლისწყალი გამოიყენება მეორადი ალუმინის გადამუშავებისას და ოქროს მოპოვებისას (ნახეთ ამალგამაცია).
წყარო
No comments:
Post a Comment