ოქრო...



ოქრო

ოქრო - ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Au (ლათ. Aurum, "აურორა" - დილის აისი) და მისი ატომური ნომერია 79. იგი რბილი და ძლიერპლასტიკური, მბზინვარე ლითონური ყვითელი ფერის ლითონია; იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფში.
ოქრო ძვირფასი ლითონია და გამოიყენება მონეტების, საიუვილერო ნაწარმის და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების დასამზადებლად ხელნაწერი ისტორიის დასაწყისიდანვე. ოქრო გვხვდება თვითნაბადი სახით ქვებსა და ალუვიონებში. წმინდა ოქროს კაშკაშა ყვითელი ფერი და ელვარება აქვს და ტრადიციულად ითვლება მომხიბვლელად, რასაც იგი აღწევს კოროზიისადმი მდგრადობით ჰაერსა თუ წყალში. ოქრო მიჩნეულია სიმდიდრის სიმბოლოდ და დაგროვების ობიექტია. იგი საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციასაც ასრულებს. როგორც ფულად საქონელს მასაც გააჩნია საუკეთესო ფიზიკური და ქიმიური თვისებები: ერთგვაროვნება, გაყოფადობა, პორტატიულობა (მცირე მასა და მოცულობა და დიდი ღირებულება) და სხვ. ოქროს სტანდარტები განსაზღვრავს მონეტარული პოლიტიკის საფუძვლებს. ოქროს მრავალგვარი სიმბოლური და იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს.

თვითნაბადი ოქრო
თვითნაბადი ოქრო კვარცის ნაწიკალებზე




ფიზიკური თვისებები

სუფთა ოქრო - ყვითელი ფერის რბილი ლითონია. მოწითალო ელფერი ოქროს ზოგ ნაკეთობას აძლევს, (მაგალითად, მონეტებს) სხვა ლითონების შერევა, კერძოდ კი სპილეძის. ოქროს თხელი ფირი, ფურცელი შუქის გავლისას მწვანე ფერისაა. ოქროს გააჩნია ძალიან მაღალი თბოგამტარობა და დაბალი ელექტრო წინააღმდეგობა.


ქიმიური თვისებები

ოქრო - ყველაზე ინერტული ლითონია, რომელიც ლითონთა აქტივობის მწკრივში ყველა ლითონზე მარჯვნივ დგას, ნორმალური პირობების დროს ის არ ურთიერთქმედებს უმრავლეს მჟავეებთან და არ წარმოქმნის ოქსიდებს, რის გამოც ის განეკუთვნება კეთილშობილ ლითონებს, ჩვეულებრივ ლითონებისაგან განსხვავებით, რომლებიც ადვილად იშლებიან გარე სამყაროს ზემოქმედებით. შემდეგ იქნა აღმოჩენილი მისი სამეფო არაყში გახსნის თვისება, რამაც შეარყია მისი ინერტულობის შესახებ დაჯერებულობა.

ოქროს მოპოვება

ადამიანი ოქროს უხსოვარი დროიდან მოიპოვებს. ოქროს უკვე კაცობრიობა V ს. ჩ.წ.ა. ნეოლითის ხანაში გამოიყენებდა, თვითნაბადი ოქროს გავრცელების წყალობით. არქეოლოგების ვარაუდით ოქროს სისტემური მოპოვება დაიწყეს ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც ოქროს სამკაულები მიეწოდებოდა, კერძოდ, ეგვიპტეს. სწორედ ეგვიპტეში დედოფალი ზერისა და ერთერთი დედოფლის პუ-აბი ურის (შუმერების ცივილიზაცია) სამაროვნებში ნაპოვნი იქნა ყველაზე ადრეული პირველი ოქროს სამკაულები, დათარიღებული III ათ. წ. ჩ.წ.ა.
კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მოპოვებულ იქნა დაახლოებით 140 ათასი ტ. ოქრო (ეს ოქრო ერთად რომ შეგვედნო მივიღებდით კუბს რომლის გვერდის სიგრძე იქნებოდა 19 მ).

მიღება

ოქროს მოპოვებისას გამოიყენება მისი როგორც ქიმიური ასევე ფიზიკური თვისებები: ბუნებაში თვითნაბად მდგომარეობაში არსებობა, მხოლოდ რამოდენიმე ნივთიერებასთან (ვერცხლისწყალი, ციანიდები) რეაგირების უნარი. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში უფრო პოპულარული ხდება მოპოვების ქიმიური ხერხები.
4.5 კგ–იანი ზოდი იქნა ნაპოვნი კალიფორნიაში


გამოყენება

ეხლა მსოფლიოში არსებული ოქრო განაწილებულია შემდეგნაირად: მიახლოებით 10 % - სამრეწველო ნაწარმში, დანარჩენი კი იყოფა დაახლოებით ნახევარ ნახევარზე ცენტრალიზებულ მარაგსა (ძირითადად, სტანდარტული ქიმიურად სუფთა ოქროს ზოდების სახით), და კერძო პირთა საკუთრების კერძოდ კი ზოდებისა და საიუველირო ნაკეთობების სახით.


თავისი ქიმიური მდგრადობითა და მექანიკური სიმტკიცით ოქრო უთმობს უმეტეს პლატინოიდებს, მაგრამ შეუცვლელია როგორც ელექტრო კონტაქტი. ამიტომაც მიკროელექტრონიკაში ოქროს გამტარები და კონტაქტების ზედაპირის გალვანური დაფარვა, ჩამრთველები დამოიყენება ფართოდ.
ოქრო ბურთვულ კვლევებში გამოიყენება როგორც სამიზნე, სარკეების ზედაპირის დასაფარავად, რომლებიც მუშაობენ შორ ინფრაწითელ დიაპაზონზე, ნეიტრონულ ბომბში როგორც სპეციალური გარსი.
ოქროს რჩილი კარგად აკავშირებს სხვადასხვა ლითონის ზედაპირებს და გამოიყენება ლითინების მირჩილვისათვის. თხელი შუასადები, დამზადებული ოქროს რბილი შენადნობებისაგან, გამოიყენება ზეძლიერ ვაკუუმის ტექნიკაში.
ლითონთა მოოქროვება (ძველად - მხოლოდ ამალგამური მეთოდი, ეხლა კი - უპირატესად გალვანური მეთოდი) ფართოდ გამოიყენება როგორც კოროზიის საწინააღმდეგო დაცვის მეთოდი. მაგრამ არაკეთილშობილი ლითონების მოოქროვებას აქვს არსებითი ნაკლოვანებები (საფარის სირბილე, წერტილოვანი კოროზიის მაღალი პოტენციალი), ის ასევე გავრცელებულია იმიტომაც რომ, ნაკეთობას აქვს ძალიან ძვირფასი «ოქროს» შესახედაობა.
ოქრო დარეგისტრირებულია კვების მრეწველობაში როგორც საკვები დანამატი Е175.

ტუტანჰამონის ნიღაბი
ოქროს ტრადიციულ და ყველაზე მსხვილ მომხმარებელს წარმოადგენს საიუველირო მრეწველობა - ოქრომჭედლობა. საიუველირო ნაკეთობანი არ მზადდებიან სუფთა ოქროსაგან, არამედ მის შენადნობებისაგან სხვა ლითონებთან, რომლებსაც მნიშვნელოვნად უპირატესობა აქვთ ოქროზე - მექანიკური სიმტკიცის და მდგრადობის მიხედვით. ეხლა ამისათვის გამოიყენება შენადნობები Au-Ag-Cu, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს თუთიის, ნიკელის, კობალტის, პალადიუმის დანამატები. ასეთი შენადნობების კოროზიისადმი მდგრადობას განსაზღვრავს მასში ოქროს არსებობა, ხოლო ელფერი და მექანიკური თვისებები - ვერცხლისა და სპილენძის შეფარდებით.
ოქრომჭედლობის ნაკეთობათა უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს წარმოადგენს მათი კეთილშობილი ლითონების სინჯი, რომელიც ახასიათებს მასში ოქროს შემცველობას.წყარო

No comments:

Post a Comment